კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

I

 

იდუმალია გალობის მადლი,

საკმეველივით ოცნებას ვუკმევ;

მოვა და ლერწმის ღერივით გამთლის

და ჩემი სუნთქვა მამღერებს უკვე.

არ დამეკარგო, გალობავ ჩემო,

შენა ხარ ჩემი სიამის ტყუბი,

მაგემე შენი ტკბილ-მწარე გემო,

გახსენი შენი მდიდარი უბე.

მაწოვე შენი რძესავსე ძუძუ,

იდუმალების გამიღე ბჭენი,

ნათელი ხილვა მომეცი უძლურს,

მოიღე უხვად წყალობა შენი!

 

II

 

ჯიუტი მზერა ყველაფერს ატანს,

ვხედავ: ივსება მიწის წვეთით მცენარის ძარღვი

ვიცი, რამდენი ბუსუსი აქვს იმ ქერა ატამს,

ან იმ ხეს მუმლი რომელ წელს დაღრღნის,

ან რამდენ ფოთოლს გამოიღებს ყოველი კვირტი,

ან რამდენ ღეროს ამოიყრის ყოველი ფესვი,

რამდენი წვიმის წვეთი მოვა წინასწარ ვითვლი,

მეხის გრუხუნიც წინასწარ მესმის.

 

III

 

მადლობელი ვარ, გალობავ ჩემო,

მაგემე შენი ტკბილ-მწარე გემო,

მცირე კვირტიდან გამომძალე ყლორტების სახით,

რტოდ ამომზარდე და ნაყოფიც დამასხი უხვად,

უბერებელი ფესვი მაქვს საღი,

რკოში მეძინა ბუმბერაზ მუხას.

წვეთი ვარ,

მაგრამ ჩემში მარხია

კოკისპირული წვიმების დელგმა,

მე ვარ წერტილი

და

მე ვარ ყველგან...

 

* * * * * * * 

მე ორი თვალით ორ ცას შევყურებ,

ჰაუ, სადა ხარ, მეშვიდე ცაო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები