ჩრდილში, ბალახზე, ბჟოლების ქვეშ, ვწევარ უჩუმრად, უეცრად გულზე შემახტება ჭრელი „ჭუჭულა“... ჰყავდა ქალაქში გასატნევად შერჩეულები; ქარში შეთვალულ ყურძენივით სიტყვებს დავფანტავ და მწიფე მაინც ჯაგანივით შემრჩეს ულევი. თბილისისთვის მელევა გული, თბილისში რომ ვარ, სოფელი მსურს, გითხრათ მართალი, როგორც ზამთარში მოგვინდება ხოლმე ზაფხული, ანდა ზაფხულში გვინდა ზამთარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |