მე რომ პატარა ბილიკს შევნატრი, ჩარიგებულან თეთრი ბჟოლები, რა ახლო გზაა, კარგო, შენამდი და მაინც, ნეტა, რად მეშორები? შემოირბენდე როგორც სტუმარი, მომნატრებია შენი მკლავები, ჩემი პატარა თავსასთუმალი. მთელი სიტკბო და მთელი წვალება, თვალები წყნარი, როგორც სიკეთე და უეცარი ფერისცვალება. ჩარიგებულან თეთრი ბჟოლები, რა ახლო გზაა, კარგო, შენამდი და მაინც, ნეტა, რად მეშორები? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |