შარა-შარა, შარა-შარა, გამოსულხარ შარაზე, შხარა-შხარა, შხარა-შხარა, მერე უცებ შხარაზე. ყველაფერი ძალაზე, თვით ამბოხი შეიცვლება ჭაჭანაწნეხ შამანზე. მზე დაჰკიდო შანაზე, შეაფრთხო მზეთუნახავს, ვარდი მისცე ამაზრზენს. შეუკვეთო “შარმანზე”, შეიძლება, შარვლის გაცვლაც შავკანტიან შარვალზე. და შენს ახლოს ჩავრაზე… ვახ, რა დედას პურს მიირთმევ, დასაბმელო ჩალაზე. ჩვენშიც ვეძებ შავრაზმელს, არ გაგთქვამ და არ გაკადრებ ისე შეგალამაზებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |