კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შატილით მოდიოდა - 

დიდი მთებით,

მთვარეს შეხვდებოდა 

ჟინვალთან,

მთვარისოდენა ხინკალს 

მიირთმევდა -

ეს დიდი ბერმუხა და

მყინვარმთა.

ხელები ჰქონდა -

წყაროს ამოსცლიდა,

ქვეყნის მაჯისცემას 

უგდებდა ყურს,

მერე დაჰყვებოდა, 

ბალახებს დაჰკოცნიდა

და შეუკურთხებდა 

ციმბირის წყლულს!

ის იყო დიდი და 

ის იყო... სხვა,

მისი მართალი სულის ცხონებამ, 

მერე ცხოვრებას 

მოუჭრა გზა

და შორს გაასწრო 

თვითონ ცხოვრებას.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები