კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ლეჩხუმური ჩანახატი

 

მზე როცა ჩადის,

მზე როცა ჩადის...

და სწორედ მაშინ

გადმომიქროლებს,

ამქვეყნად დამაქვს

მე ჩემი დარდი,

არწივზე რატომ

უნდა ვფიქრობდე?

მზე როცა ჩადის,

მზე როცა ჩადის -

ფრთას ყურისძირთან

გამიტყლაშუნებს,

რადგანაც ვიცი

არწივის ყადრი,

პაპის ნაჩუქარ

ადათს ვასრულებ.

მოვზიდე მშვილდი,

ისარი ვსტყორცნე,

მიწაზე გდია

ზეცის პატრონი...

მე დაჭრილ არწივს

თვალებში ვკოცნი,

მერე ფრთებს ვუშლი

და მხრებს ვატოლებ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები