მითხარი, ძმაო, რაღაც გიჭირს, რაღაც გაღონებს, რაღაც გადარდებს. ჭაობისფერი, გამხდარი ეჭვი, როგორც მთქნარება ისე გადამდე, მითხარი, ძმაო, რაღაც გიჭირს, რაღაც გაღონებს, რაღაც გადარდებს.
მოეშვი, წადი და მოიძულე; იგი საკუთარ სიცოცხლეს იქრობს, იგი საკუთარ სულს იბინძურებს; თუ კი ისევ იმ ბოროტზე ფიქრობ, - მოეშვი, წადი და მოიძულე.
ზღვიდან წყალს იღებ საცრით, გახარებული გიმზერს ლაქია... ჩვენ სიყვარულის წვიმები გვაწვიმს, ჩვენი ფიქრები ცაში დაჰქრიან, ქალაქში ერთი ბოროტი კაცი თუ არ არსებობს, რა ქალაქია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |