კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ყველა დროის ასული ხარ,

სიყვარულით წვავ და ფიტავ...

ალბათ ძველად რომ გეცხოვრა,

იქნებოდი სერაფიტა.

შენ ისეთი ერთგული ხარ,

ვერ დაგწამებ ურა ღალატს...

იქნებ ის ხარ, ვინც გონება

აურია კურაპალატს.

შენ ისეთი თვალები გაქვს -

ნუშისებრი, ვიწროჭრილი...

საიდანაც იმზირება

ყველა ჩემი გასაჭირი.

ეგ ღიმილი ულმობელი,

ბაგეზე რომ ეჭდო თამარს,

როგორც დიდი გამოცანა -

ჰოს ნიშნავდა, თანაც - არას.

ბესიკს ბედს რომ უმწარებდი -

ერთი ხარ თუ ორი ანა...

ო, რამდენი სიხარული

წაიღო და წარიტანა.

სადაც შენ ხარ, შენი ნებით

სიყვარული იქვე მოდის...

რუსთაველის დროს უთუოდ

თინათინი იქნებოდი.

კიდევ ვინ არ იქნებოდი -

ბეატრიჩე თუ მანანა...

ეთერ ქალო, სჯობს მე დამკრა,

ჯიბეში რომ გიდევს დანა.

ყველა ქალის კრებული ხარ,

ამავე დროს - ერთადერთი...

სრულყოფილი ხარ და მაინც,

ვით მდინარე ჩემს ტბას ერთვი.

შენ ისეთი თვალები გაქვს -

სულს წყურვილით გამოფიტავ...

ყველა დროის ასულო და

ყველა დროის სერაფიტა.

მსგავსი თემები