კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

საშინელია განმარტოება

ვით უდაბნოში ქანაანელი...

თითქოს მშობლიურ ნაპირს ტოვებდე,

სხვა სამყაროში მიექანები.

იქ რა გეგულვის?

მსახვრალის ხელი

თუ შთაგონების მწვავე გენია...

ყველა დახშული კარის გაღების

ბედნიერება ვის უგემნია.

მხარე უსაგნო და უკარებო,

სიმძაფრე არა წამისმიერი -

თავგანწირვისთვის აღარ კმაროდა,

ვინც იქ იცხოვრა სიცარიელით.

ახლა ის დროა -

უნდა გვტოვებდე

საკუთარ თავთან მოსალოდნელი

არა უბრალო განმარტოებით -

შექმნა სამყაროს შენი მოდელი.

მსგავსი თემები