კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დასვენების ჟინმა

სოფლად გადმომაგდო.

ბაღის ჩრდილში ვზივარ,

უსაქმობავ, გმადლობ!

ამ გზისტენციალიზმი

იმ გზისას სჯობს მგონი.

მოაქვს ჩიტებს ალიზი,

მიშენებენ გომურს.

წლების სიმარტოვენი

სალაღობოდ მითხოვს -

არც სოკრატე,

არც პლატონი

არ ყოფილან თითქოს.

არაფერზე არ ვიტკივებ

თავს და არც რას ვიტყვი -

ვისმენ აკომპანემენტს

მიმალული ჩიტის:

ფოთოლცვენის თემას

თხზავდა რაღაც მიზნით

ჩიტი-მაკრატელა

იმპრესიონიზმის.

შემოდგომის ჟირაფს

ჭამს სიყვითლე ჭორფლის -

დავიწყება ხშირად

გახსენებას სჯობნის.

მსგავსი თემები