კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩემი დრო უკვე გასულა,

ალბათ ჩქარ-ჩქარა ვიარე...

მღერის უჩემოდ ზაზუნა,

თუ ეს მე დავიგვიანე.

სად გამირბოდა თვალები,

დავხარბდი დროის სიამეს;

შენ ფხიზელი ხარ, მე მთვრალი,

რომელმა დავიგვიანეთ?

განა არ უნდა მცოდნოდა,

ვინ მომირჩენდა იარებს...

ვინ იცის იქნებ ცოტ-ცოტა

ორივემ დავიგვიანეთ.

რა ეშველება ამ საქმეს,

ვაჰ თუ დაგვბრალდა სიავე;

გაგვწირეს, დაგვგმეს, გვაძაგეს

თუ რატომ დავიგვიანეთ.

აბა, რა ჩვენი ბრალია -

სხვადასხვა წლებით ვიარეთ.

ვინ იცის, იქნებ კარგია,

ასე რომ დავიგვიანეთ.

შევეწირები გედივით

ჩემს უკანასკნელ იარებს...

არ მშურს იმათი ბედი, ვინც

არასდროს არ იგვიანებს.

მსგავსი თემები