კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მივდივარ, წინ მისწრებს მთვარე -

დიოგენეს ფარანი.

კაცს კი არა, სულს დავეძებ -

არ მპასუხობს არავინ.

იქნებ, იქნებ...

სადღაც, სადღაც

იმალება არავინ.

მივდივარ, წინ მიმიძღვება

დიოგენეს ფარანი.

მე ვარ მთვარე,

ბადრი მთვარე -

მარტოობის მკალავი.

კაცს კი არა, სულს დავეძებ...

იქნებ შენ ხარ - არავინ!

მსგავსი თემები