მე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე, შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი, მე რომ ნამდვილი სახმილი მწვავდეს; შენ რომ ეშმაკურ მომაპყრო თვალი. მე რომ შენ მზერა შეგავლო ხარბი, შენ რომ ღიმილით შეჰყარო წარბი მე რომ ჩურჩულით რაღაცა გითხრა, შენ რომ ჩურჩულით მომიგო: - ვიცი... მე რომ მდუღარი ამომცდეს სიტყვა, შენ რომ გულწრფელი ისმინო ფიცი, მე რომ მეთევზის გავშალო ბადე, შენ რომ ყასიდად გასხლტომა სცადო... მე რომ ნაკვერჩხლის შეგახო ბაგე, შენ რომ შემიკრა ნამდვილი ჯადო... მე რომ მაგ მკერდზე შეგიხსნა ღილი, შენ რომ ვითომდა გამიწყრე: - კმარა... მე რომ გავბრუვდე სამოთხის ხილვით, შენ რომ ბაგეზე დაგადნეს - არა... მე რომ მომენდოს სხმარტალა წელი, შენ რომ მზეების იხილო როკვა, მე რომ კისერზე მოგხვიო ხელი... მაგ მხრიდან უნდა ჩამოდგა კოკა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |