აყვავებული ატამივით მოსჩანს ნოსირი, მშვენიერია, როგორც ქალი ძაძით მოსილი. მშვენიერო და სევდიანო და შენს ჩრდილებში, როგორც ბაღში, დავხეტიალობ. თუშის წინდები, მითხარ ვის ეტრფი, მითხარ ვისზე დაქორწინდები. ხელისმომკიდედ, მაგ ოქროს ყანას რანაირი მკელი მომკიდეს. სევდაგაბმული, ნისლის ფარჩაში გახვეულა დღე გაბადრული. მოსჩანს ნოსირი, მშვენიერია, როგორც ქალი ძაძით მოსილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |