წლები და წლები... თეთრი ლაქა ჩემი ცხოვრების (წარსულთან კარგად ჩააბარა დანტემ გამოცდა) - თითქოს არავის ველოდები და მაინც მოცდა მიხდება მუდამ უცნაური სურვილის ნებით. ვერ ვგრძნობ სხეულში თუ გადაყვა უაზრო ლოცვას. გაწვდილი ხელი ჰაერშივე კრძალავდა მოსვლას - ოღონდაც, მიდი-მოდიოდნენ უშენოდ სხვები. არ მისცემოდა რეალური სახე ამ საგანს და რომ გეკითხათ - ვერ გეტყოდით, მაინც რა მსურდა... როცა იმედი სამუდამოდ დარჩა წარსულთან და ოცნებაში ბრწყინავდა ვით საფლავის ლოდი. |