ერთხელ ჯდა ჩემთან ქალი ლამაზი; ამას მეტყოდა ნარნარი, ნაზი: - ”ჭაბუკო, რისთვის ხარ მოღრუბლული, როს დღე აგრეა გაბრწყინვებული? შეხედე მზესა, - ვით აბნევს ნათელს, ადნობს თოვლ-ყინვას და ათბობს სოფელს.” კაცთ მაცოცხლებელს არც ერთსა მის სხივს არ ძალუძს ჩემის გულის გათბობა, არც ჩემის დარდის ცრემლად დადნობა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |