უცხო თემის ყარიბ მთქმელსა რად აღმიგზენ სიყვარული?.. ლამის, ტურფავ, შენს ტრფობაში მე შთავწურო სრულად გული! ივერიის შობილი ხარ; მაღალ მთების ქარიშხალით, ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ. ზამთრის სუსხით დაჩაგრული; შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს პასუხს ჩემი ცივი გული?!.“ ჩემი წმინდა სიყვარული! სჩანს ოდითვე დანიშნულა სამარტოოდ ჩემი გული! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |