მთვარე მიცურავს დინჯადა ცაზედ და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ; მძინარ სოფელსა კამარა ცისა თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა. სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა, ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება, ყველას მშვიდობა გარს ეფინება, - შემომტირის მე მწუხარედ გული… მისთვის ხომ არა, რომ ვსჭერეტ სხვა ზეცას, სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას? ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა, ზეცა სულ სხვა ფრად გაბრწყინებული და სულ სხვა რიგად დამშვიდებული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |