შენი ძაგებით გული იჯერეს და... გულში მაინც დარჩა უცვლელი. ზოგი ყველაფერს უმალ იჯერებს, ზოგი ყველაფერს ეჭვით უცქერის. ისევ მივყვები ბედის არჩევანს; თურმე ძნელია გზების გაგნება და უფრო ძნელი - გზების არჩევა. ცამდე მართალი გზა რომ გიტოვებს. თუმცა სიკვდილი მოვა ისედაც, სიკვდილს დაეძებ ზოგჯერ თვითონვე. და ღვინოს მაინც არ ეკარები. დღეები, როგორც ხმელი ფოთლები, იფანტებიან წვიმით, ქარებით. უცბად იწყება, უცბად თავდება, გზებიც ითხოვენ ზოგჯერ ქალივით ერთგულებას და თავის დადებას. ხან გამტანია, ხან მუხანათი; ერთ დროს ერთგულ და ლამაზ ქალივით გზებმაც იციან ზოგჯერ ღალატი. ყველა თავის გზით ეძებს სინათლეს, ყველა თავის გზას მართალს უწოდებს და ღმერთმა უწყის მათი სიმართლე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |