მივჩაქჩაქებთ, მივჩანჩალებთ მე და ჩემი ურემი. აქეთ ბუსკა, იქით ჩელა, გულში დარდი ულევი. ურმის ღერძი ჭრიალებს, ხან გული და ხან ფიქრები ბორბლებივით ტრიალებს. თქვენი ქედით უღლელით, თქვენც დარდივით მიგაქვთ ნელა აკაციის უღელი. წიგნი - შარა ნაბადის, თქვენი ლხინი - ლაფში წოლა, ლაქაშებში ნავარდი. მადნობს დარდი უთქმელი; ამ ცხოვრებით მოკლულ გულს კლავს სიყვარულის უღელიც. მაინც ტირის ეს გული... "ღარიბი ვარ, მდიდარს მიჰყავს ჩემი შეყვარებული." |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |