ქუჩა სუნთქავდა ჩუმი ვედრებით, ცასთან ამბორით, ცასთან შეხებით... ჩვენ არასოდეს არ დავბერდებით, თუ შემეხები, თუ შეგეხები...
ნოემბრის ქარი დაჰქრის შიშველი... იმედად ახლა მხოლოდ შენ დამრჩი... შენ თუ მიშველი, შენ თუ მიშველი...
ვდგავარ ჩუმად და ვითვლი ნაბიჯებს და სიყვარული ჩემში შემოდის, ისევ მაგიჟებ, ისე მაგიჟებს...
ქარსაც ვებრძოდი ასე თამამად... მე უსაშველოდ მიყვარხარ, ძლიერ... შენზე ფიქრებმა გამათამამა...
ასეთი ქარი არსად მინახავს... გავყვირი მხოლოდ ერთადერთ ფრაზას: ისევ მიყვარხარ! ისევ მიყვარხარ!..
და ქართან ერთად, სულ სხვაგან წახვალ... ობლად დავრჩებით კვლავ მე და მთვარე, სადა ხარ ახლა, ნეტა, სადა ხარ...
ნუთუ არ იცი? ნუთუ ვერ ხვდები? რომ ქარზე უფრო მსუბუქად ვიფრენთ, თუ შემეხები, თუ შეგეხები... |