კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თითქოს მხრებიდან მოიხსნა ტვირთი

და გაუსწორა სიმართლეს თვალი...

კედლის საათი მომართა თვითონ,

ყვავილებს თვითონ დაუსხა წყალი.

თავისი ხელით დახვეტა სახლი,

სახლიდან თვითონ გაუშვა კატა,

თვითონ გაწმინდა ოთახის ჭაღი,

ხალიჩა თვითონ დააგო კართან.

თვითონ გასინჯა შუქი და ზარი,

თვითონ დახედა ყველაფერს თითქმის,

თავისი ხელით დაკეტა კარი,

სასხლეტსაც თვითონ გამოჰკრა თითი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები