კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მძულდა ჯალათი,

თუმცა მსხვერპლიც არა ვყოფილვარ,

არც ის მიყვარდა -

თეთრი დროშა ვინც გამოფინა.

მონას და ჯალათს 

ერთნაირი თვალით ვუცქერდი,

ორთავეს ჰქონდა

ერთნაირი ტვინის უჯრედი.

მონასაც სულში

ჯალათობის უზის წადილი,

ჯალათის მონად გადაქცევაც

არის ადვილი.

გაორებული დედამიწის

ყურს ვუგდებ ბუბუნს,

წუხელ მესიზმრა - 

თოფს ესროდნენ მომღერალ ბულბულს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები