გადამეტებით, ტანჯულ დღეებით წარსული ჰკივის უკუღმართული: ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან; მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან. შენ შეგვათვისე - იმედიანი, და გულში გივლის მკივან ალივით შენ რუსთაველის მერედიანი.
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი და ტრაპიზონში გარნიზონები.
ამაყ დღეების გადაჩვეულებს; თუ პოეზია შეედარება ჯვარზე გასალტულ წმიდა რჩეულებს.
და მერე დარდო წარსულ დიდების; გულს პოეზია იჭვებით ანგრევს და სისხლს - დაპყრობა პირამიდების. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |