კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მუდამ ერთად ვართ განუყრელად, დაუცილებლად.

საბრალო მუნჯო, ჩემო ლანდო, მორთულო თალხით...

ჩემი აქ ყოფნა გაგიხდება შენც სანანებლად:

აქ არვინ ხარობს ჩემ შეხვედრით, და ჩემი ნახვით!


გახრჩობს სიმუნჯე, გსურს გაიგო ჩემი წამება,

გინდა მიამბო ქვების სევდა, სურნელი დილის,

იტანჯი შენცა, და გაშინებს, შენც დაღამება...

ჰკანკალებ ჩუმათ, როს გაიარს ლანდი სიკვდილის.


როდესაც დაღლილს აღარსად მაქვს გზა წასასვლელი,

და ვეღარ შევსძლებ გამოუცნობ შიშის ატანას -

გავრბივარ შენგან: მეჩვენები ჯალათი, მკვლელი,

და თრთოლვით ველი, რომ დამარტყამ ქურდულად დანას!


მაშინ ეს ქუჩაც ფეხს აიდგამს, გამოიქცევა,

შავი სახლები დასაჭერად მიწვდიან ხელებს!..

ავ მოჩვენებათ ეს ქალაქი გადაიქცევა,

დამიჭერს თმებით, და... მომახვევს კისერზედ გველებს...


ვიცი, რომ კიდევ დიდხანს ვიართ ჩვენ ქვეყანაზე

უნიჭო პიესის - ამ სიცოცხლის - ორი მასხარა!..

ქუჩის ძაღლები გვიტირებენ ხელის გახსნაზე,

რომ ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ აქ ღვთის ამარად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები