კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სნეული ოცნება მოღლილი სულისა,

ჭლექიან ფიქრებში რაა სახალისო,

ვით ფერმკრთალი სახე ტანჯულ ასულისა,

ჩაფერფლილი გული ყრუ სევდით აივსო.

მე ვერ გამახარებს როიალის ხმები,

ნაზი სიმფონია გულში ვერ ჩამწვდება.

ველურ არღნის ღრიალს მე უფრო ავყვები,

- დაუკრავენ „ხოზანს“ - სევდა მავიწყდება.

მე მინდა ქეიფი, მე მინდა ლოთობა,

ჭინჭილებით ღვინო - ჭიქებით არაყი,

ძმათნაფიც ბიჭებში თენებით გართობა, -

რომ ძილი მოქანცულ თვალებს აღარ ეყოს;

მთვრალები შევიართ ბნელ ყავახანებში,

თუთუნის კვამლით რომ სულ ლიბრედათ ბნელა,

ღმერთად გამოვჩნდებით უიღბლო ძმანებში,

ქალაქის ოხრები აქ არიან ყველა.

მახინჯმა სასტუმრომ თავი შემაყვარა,

სიზმრების ბურანში ქაჯს ნახავდით კუზით,

ყოველ-ღამე დადის აქ ერთი ავარა

მისი ორეული სისხლის ფერი ბლუზით.

მდიდრებად რომ გვამჩნევს მეგობრებს გვიწოდებს,

დალურსულ წარბებს ქვეშ ღრმა, ჭროღა თვალები,

როცა მოგვიყვება გარყვნილ ეპიზოდებს.

ცეცხლის პერწკლებს ჰყრიან, როგორც მაშხალები.

შამპანიურს გააქვს შუშხუნი ჭიქაში,

მწყურვალებს და მშივრებს დავუძახეთ ყველას,

ბერძაღლი ავარა ჩვენი ტოლუმბაში,

მთვრალი დაემსგავსა კბილ ჩაცვენილ მელას;

ბოროტს კარგათ ვამჩნევთ ფერმა დაუარა,

სიავის ლეგენდას ცოდვები სწყურია,

ხელში უცახცახებს ბებუთი მარმარა,

უბედურის გზები სისხლით ნასხურია...

აირ-დაირიენ ჩხუბობენ ლოთები,

მოზავეთ ჩავარდა შავწვერა ყაჩაღი,

იმსხვრევა სუფრაზე - ჭიქები, ბოთლები,

აჯილდღით დედმამის გინება გაჩაღდა -

ჯიბგირმა ავაზაკს დანა მიაგება,

ჩვენც რევოლვერების დავიწყეთ თამაში,

ქურდები, მკვლელები ყველა ფეხზე დგება,

ატყდება ყაილა ყრუ ყავახანაში....

* * * * * * * 

მე მიყვარს ასეთი დროების ტარება,

ცხოვრების ჭაობში წუთით ნეტარება.

მსგავსი თემები