კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მრისხანე გულის გაციებულ სისხლში ფართხალი.

იღვრება (ცეცხლზე წითელ ძაღლის ბალიკარტებით.

ჰაეროპლანებს ეჭიდება ხალხი დამფრთხალი.

მიდის ქვეყანა შეშლილ თვალის ნაწერ ქარტებით.

დამსკდარ სათიბში ლაგდებიან მაიაკები.

ფარავს სიცივე ცას შეხეულ ჰორიზონტებით.

დამპალ ციების გველურ ხმაზე აწიაკება.

უჭირებს არტახს ქალაქის შფოთს გაშლილ ზორტებით.

უსახო ქარში ქრება ტვინი დანადუღარი.

ხერხემალს მართავს შავი მატლი ფრთებ დაკუნტული.

სისხლის ანახშირებს ყვითელ ალზე გძელი ბუხარი.

და იკეტება საუკუნის ყველა კუნჭული.

ყალბი მადონა და ყრუ მარცხით ნაპალეონი.

შეუღლდებიან გამხდარ ფერით გადამწყვეტ როლში.

შერჩება თვალი შავ არშიებს და პანთეონი: -

მოამწყვდევს დაჭრილ ჯოკონდას ბადის ნასროლში.

ცა უეცარი და ლეგენდა გიპერბოლებით.

გადაგრენს ლანდის გარკინებულ ლილისფერ მაჯებს

გადირბენს ზანტი გადავარდნა რუხ სპილოებით.

და დასთხრის კბილებს წითელ რქაზე შემდგარ ფინაჩებს.

მსგავსი თემები