კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თეთრი სამრეკლო... მტირალი ქარში

შემობურვილი თალხი ბინდებით

გამახსენდება, როგორც სიზმარში

ჩუმი წამება როს აინთება.


ყრუ სიჩუმეში ობოლი ქნარი

დარჩება, როგორც დაღლილი შუქი

ატირებს საფლავს ვარდები მქკნარი

და მჭლე მავთულებს რუხი ქარ-ბუქი.


ღვთის მშობლის ხატი თეთრი ბადახში

მარგალიტებად ნაცისკროვნები

ოჰ, ვერ ვივიწყებ როცა გადაშლის

ცრემლიან ფურცლებს ძველი ხსოვნები.

მსგავსი თემები