ცა დაისერა თეთრი ნაღველით, ფარფაშებს მთვარე, ცახცახებს ქუჩა. ხმა ჩახლეჩილი ქარი ახველებს, ველურმა ვნებამ თმები აფუშა.
ფიქრებს მოედო ჭვარტლი და ლექი, ვეღარ ვიქნები ფხიზელ დარაჯად ატირებს პალმებს ნოემბრის ჭლექი.
გათბობა სულის, და მოკვლა ნდობის, მაგრამ ძვირფასო ვერ შეინახავს თეთრ საიდუმლოს დღე შემოდგომის.
ფოთლები ჰქრიან ყვითელ პეპლებად, რადგანაც ნაზ სულს ვერ მოეფერე ამწვარ ფიქრებში აიფერფლება. |