კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ნოემბრის ქოშები დამძივდა ქარვებით,

დასუდრულ ოცნებას ატირებს შენდობა,

სნეული ფიქრების აშენდა კარვები,

დაფარულ გულისთქმას არავინ ენდობა.


დაკარგულ ბეჭდის თვალს დაეძებს პიერო,

ელამი დასტირის დატეხილ სათვალეს.

მე ასე მასხარამ სანამდი ვიარო,

ამდენი შეშლილი სად უნდა დათვალო.


ცრუ ბედზე ტირიან ლანდები ჩემს ახლოს

უბინო ძაღლების მაწუხებს წკმუტუნი.

ნუ მკითხავთ მეგობრებო, რაღაზე ვნაღვლობ

როცა მაქვს არაყი, როცა მაქვს თუთუნი.

მსგავსი თემები