მოვარდა ქარი, გადაჰხვეტა ციდან ღრუბელი, აპრილის სუნთქვად შემოედვა ლექსში სტრიქონებს, მოდი, ატმების ყვავილებით აგივსებ უბეს და, ჩემო ქარო, მსოფლიოზე გადაიქროლე. მოვლე ქვეყნებში მღელვარ ფრთების აფარფატებით, და გაზაფხულად ყველა ხეებს ტანგაძარცულებს გადააფრქვიე ეს ფიფქები ჩემი ატმების. |