გამიგონია მთვარიან ღამეს ტბასთან მივიდა ერთი ირემი ტბა იყო მშვიდი და მოკამკამე შემოხატული ლერწმის ჩრდილებით.
და რომ სინჯავდა შნოსა და იერს არ მოეწონა ფეხები თორემ ქორბუდა რქებმა მოხიბლეს ძლიერ.
გამოაფხიზლა ლომის ღრიალმა და დაწუნებულ ფეხებმა წამით გადააქროლეს გაშლილ იალაღს.
ტყე დაებურა გაუვალ ბუჩქებს და როცა ბილიკს ეძებდა ჩქარა იმ ლამაზ რქებით გაება უცებ.
ბრძნულია იგი და ძველის-ძველი, იმ ირემივით შენც ფიქრობ ალბათ დე, ასე იყოს სურვილი შენი.
თუ ქებით უფრო გადაირევი, ეგ სილამაზე დაგღუპავს ბოლოს, როგორც დაღუპა რქებმა ირემი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |