კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხელისგულებზე გასავლელს ვითვლი,

ნეტავ სადამდე გრძელდება ჯვარცმა...

მანამდე, ვიდრე რაღაცას იტყვი,

რამდენი უნდა იფიქროს კაცმა.


იხლართებიან ბედის ხაზები,

წარსულს ხსოვნაზე დავუწყე აცმა,

მანამდე ვინმეს გაუბრაზდები,

რამდენი უნდა აწონო კაცმა.


მუზები სათქმელს ხაზებში არწევს,

და საოცარი სინათლე მოსავს,

ვიდრე ლექსებად რაიმეს დაწერს,

რამდენი ფიქრი სჭირდება მგოსანს.


გულზე რომ სითბოდ გადაგიაროს,

არ დაებინდოს სავალი ხედვას,

შვილმა რომ სწორი გზებით იაროს,

რამდენი ლოცვა სჭირდება დედას.


ფულსა და ვერცხლზე რომ არ გაცვალოს,

არად რომ დევდეს ღამეებს ნათევს,

სამშობლოს გული რომ ანაცვალოს,

რამხელა რწმენა სჭირდება ქართველს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები