კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გალავანთან

სპანი ჩვენი მოკრბეს...

თავს იმედის შუქი დაგვციმციმებს,

ახალგაზრდა პოეტები... - მოკლედ

მოახსენეს ბატონ კონსტანტინეს.

მობრძანდითო,

და განიხვნენ კარნი,

აშრიალდნენ ტანმაღალი ხენი...

ავიყარეთ სითამამის ფარნი -

კოშკში ამირსპასალარი გველის.

წარვუდექით,

ვით შეჰფერის ყრმათა,

მოგვეგება ჩვეულ სასადავით...

ვეამბორეთ მხარზე სიტყვის სარდალს,

დავუკოცნეთ დიდოსტატის მკლავი.

დაბრძანდითო,

ბრძანა და დაბრძანდა,

შევცქეროდით კრძალვითა და რიდით,

გამოგვეკითხა, რას ვაკეთებთ, გარდა

ლექსის წერის და წიგნების კითხვის.

გვესაუბრა...

გაგვამხნევა,

წერეთ;

ჩაფიქრდა და უცებ მოიწყინა...

გააბოლა...

აგრე ბრძანა მერმე

შვილო თამარ,

მოიტანე ღვინო...

 

* * * * * * *


ვბრუნდებოდით ჩრდილით ფენილ გზაზე,

ღვინითა და სიხარულით მთვრალნი,

და კოლხური კოშკის გალავანზე

გუშაგივით იდგა თეთრი მთვარე...

მსგავსი თემები