კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ოტია პაჭკორიას

ცა დამძიმდა,

სადაცაა მოთოვს

ეჰ, დღეები მიდიან და მოდიან...

ვზივარ მარტო

და ვიგონებ ოტოს,

ჩვენს საყვარელ -

პაჭკორია ოტიას...

ზიზღსა ჰგვრიდა

მატრაბაზთა აბრა,

გულზე მუდამ აჩნდა ერთი ბზარი,

ბევრ რამეში ფიცხი იყო მაგრამ

არ იცოდა სიყვარული ჩქარი...

როგორც სწამდა

ისე წერდა სწორედ,

არ უყვარდა მოდერნი და მოდა,

მტრის ჯინაზე იდგა მტკიცედ, თორემ

შინაგანად ფოთოლოვით თრთოდა...

ახლა ვზივარ

და ვიგონებ ოტოს...

მოგონების მეტი რა შემიძლია...

სადაცაა, სადაცაა მოთოვს

ოჰ, დღეები მიდიან და მოდიან...

მსგავსი თემები