კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

- მითხარ სიმართლე,

- მე სიმართლის არ მეშინია...

ეხვეწებოდა ავადმყოფი

ჭაღარა ექიმს.

- მითხარ სიმართლე, -

მამაჩემი ვინ იყო დედი...

თვალცრემლიანი ათი წლის ბიჭი

ეხვეწებოდა ლამაზ ქალბატონს.

(ნაბიჭვაროო, უთხრეს თურმე

თანატოლებმა).

- მითხარ სიმართლე

და ყველაფერს გაპატიებო...

ეუბნებოდა კაცი ქალს და

თავის ბარგს ჰკრავდა.

"- მითხარ სიმართლე,

- მე სიმართლის არ მეშინია!" -

კი ვამბობთ ხოლმე,

მაგრამ მართლაც რომ გვითხარს ვინმემ,

მთელი არსებით ვცდილოთ მერე

არ დავიჯეროთ...

მსგავსი თემები