კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბედ-აკვნიდანვე აკლდა ამინ და...

ლექსშიც დააკლდა რაღაც გრამები...

ამოღწეული ცის აკლდამიდან -

საკუთარ საკურთხს უზის გრანელი.


ქუდ-ბოდიშივით... ზამთარს სწყინდება,

არც ყანწელია, არც - გრაალელი:

იცის, რომ: ლექსით - სამთაწმინდეა

და დებოშებით - გრანი გრანელი.


ბაღის ბეღურა რითმით ერთობა,

აღარ ეთმობა ბზა და რვეული;

პოეზიაში ერთადერთობას

წუხს - ცხოვრებაში გზაარეული.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

მსგავსი თემები