ცას შეაშენეს ღვთიური ჯვარი, ჯვართამაღლება ასრე იადრეს, შემოამშვენეს აზმით ტაძარი და სათნოება დააბინადრეს... და თქვეს: - აწ სისხლმან შორს იძახველოს!.. მერმე წამოდგნენ და ტაძრის შიშით წაწყნარდნენ უხმოდ და უსახელოდ. თვალსაშურონი შორად ჰპოვეს, რა... ან ხეკორძულა თუ შეასხურეს ამ ოფლით ნაწერ უფლის პოემას?.. ვინ იყავ, ქვით რომ წერა-მწერლობდი, ვით დადგი მთაზე მთად - ბედისწერა - ამთავრებული ცისკენწეროთი?!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |