კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მიწაზე ვწერ და ცაში ვათეთრებ,

მაგრამ სულ თოვლად მაცრის უფალი...

რა წაგაკითხოთ ძმებს და ქალღმერთებს  -

ვით შემოგკადროთ ეს ნასუფრალი?!..


ლექსიც ქალივით აქეთ-იქეთობს,

თუ დაიგულა გული ვნებული...

სული როგორღა ამოვითეთრო,

ბოღმა-ბალღამში ამოვლებული?!.


მორჩა! - აწ ლექსს არ გაგაცრევინებ

და არც კირსა გთხოვ, ვით კირითხურო,

ოღონდაც, ერთხელ მეც მათქმევინე,

რომ - აქ  ვწერ, მაგრამ ცაში ვკითხულობ!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

მსგავსი თემები