კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ბედისწერამ და სიყვარულმა ღამის ბინადარს

მიძღვნეს ატლასის ხელთათმანი და მყის უმაღლეს

სიხარულს შემრთეს და ტკივილი გადაუმალეს

სულს, მხოლოდ ოხვრა და ურვა რომ ახსოვს იმათგან.

აწ ვფიქრობ ჩემთვის: ვისმა ხელმა მიიძინა და

გაყუჩდა შიგნით, გულშიც ტანჯვა დაცხრა უმალვე,

გადამავიწყდა ცრემლი დამზრალს და ნამდუმარევს,

ოდეს სხეული ცივი ცეცხლის წიაღ გმინავდა.

ვერ შევინახე ძღვენი, ვეღარ დავშთი უფალთან,

და დავთმე ბრძოლა მძვინვარე და სისხლის დამდენი,

სიმარტოვემაც სულს უკუნის გზა გაუკაფა.

ო, ნეტავ ფრთები გამომესხას ზეცად განდევნილს,

და შორეთისკენ გავაქანო წმინდა მუქაფა,

ვიძიო შური, რომ მარგუნა ცრემლი ამდენი.

მსგავსი თემები