მთარგმნელი: თეონა ბაღდავაძე
ნეტარი სული ნაზად ბრუნავს, ნაზად ციმციმებს, მზეზე ნათელი, ნაკადულზე წყნარი და სუფთა, აცოცხლებს სიტყვებს, ათრობს სურვილს და მიაქვს სულთან თრთოლვა, რომელიც ვერ იქნა და ვერ მოვიცილე. მფეთქავ ბალახთა და იათა შორის რომ გსურდა გასეირნება, ვით ანგელოსს, გიმზერდი მუდამ და არა ვით ქალს, ო, ღვთაებრივ ძილით იძინე. ზეცას-უხრწნელი მშვენება და ნათელი წმინდა, მოგელამუნა ანგელოსი სანატრელ სტუმარს, და სათნოება, ჩამოიქცა მნათობი ციდან, გატკბა სიკვდილი, გრილ წყვდიადში შევცურეთ ჩუმად. |