მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
ოი, ნიავო, ქერა კულულს რამდენჯერ არხევ, ერთმანეთს როგორ ეხლართება ღერი ყოველი, ფანტავ და ფანტავ და მის შეკვრას აღარც მოველი, ბოლოს კი მაინც ინასკვება, სეირი დახე. და მერამდენედ ამაცრემლებს წუთისოფელი, რომ გულზე ტრფობის დამეწვეთოს ცრემლი სოველი, დავხეტიალობ, ჩემი განძი კი ვერსად ვნახე. ვაგლახ, მე მასში დამეკარგა ჩემი ფერია და ამ სიშორის დამდაგველი ცეცხლი მედება, ჰეი, მდინარევ, შეისმინე ჩემი ვედრება, გავცვალოთ გზები, რომ გავუყვე ტალღებს ჩქერიანს. |