მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
რათა სასჯელით აღვსილიყო ყველა სასმური, შურისძიებით ბობოქრობდნენ მისი ალები, როგორც ჩუბინი, მიმიზნებდა გა-ცა-მალებით, ისრების კონით მომღიმარი იდგა ამური. ერთი კი, თავის დაცვა მსურდა ოდენ თვალებით და მე ეული, უთვისტომო, ნაწანწალები, იქვე დავეცი სიყვარულით ლახვარდასმული. უიმედობამ სიმამაცეს გადამაჩვია, არც ღონე იყო და სიმშვიდეს არ მაზიარა, შორს წამებისგან, დავანება სიმსუბუქეში, მაგრამ ვერ შევძელ, არ გამთელდა ტრფობის იარა. |