მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
სატრფოო ჩემო, უნაზესო, შეგხვდი დროებით... აწ ცის ხიზნებმა შენი სული ზეცას მიანდეს... სიცოცხლის სურვილს მიკარგავს მე - ადამიანს - ეს რომ ვეღარ ვსუნთქავ შენი მადლით და სათნოებით. ახლა შენს სახეს ზმანებებმაც ვერსად მიაგნეს... ნუთუ სასჯელი ჩემს სიყვარულს ცაში მიაგეს, რომ ვეღარ ვტკბები თუნდაც ხსოვნის ამაოებით?! სხვისმა ტკივილმა, მსურს ნუგეში მეც მიზიაროს, მაგრამ ამურზე გამარჯვებულს, ვეჭვ, რომ ვედრები... შენ ჩემში ცოცხლობ და მიტომაც შენ გევედრები, რომ შენმა ლანდმა ჩემს სიზმარში მარად იაროს. |