მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა, და - ქვეყნიური ზღუდეების გადასალახად - ზესკნელ-ქვესკნელის კარიბჭენი ერთად განახვნა ზეციერმა და მიწიერმა, კაცმა და მხეცმა. რომ ეს სხეული - ოდინდელი ჩვევის თანახმად - დაისაკუთროს სამუდამოდ მწვანე ბალახმა და ჩემს სავანეს დაეფინოს საბნად და ზეწრად. და ყოველ მარცვალს შემოდგომის ჭირხლი დამოსავს და ბნელ ღამეში ჩაეშვება ბროლის ლარნაკი. ლოდს საფლავისას ამოხეთქავს ეს ფიცარნაგი თვალცრემლიანი რაყიფების გასაოგნებლად... |