მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
რაწამს გატყორცნის გამოცდილი მტყორცნელი ისარს, მან თითქოს იცის, უმალ რაღაც გუმანით ხვდება - არ გაუმართლა და ისარი სამიზნეს სცდება თუ უზუსტესად დაესობა ნატყორცნი მიზანს. მზერა რომ სტყორცნე, რომ აღსრულდა განგების ნება და რომ წარმტაცა - ო, მადონნა! - ტრფიალმა შვება და უიმედოდ ვუმზერ ახლა წყვდიადს თუ სისხამს. და თქვი: “სიყვარულს მოჰყოლია სიამე როდის?! მის საწყისშივე უწერია შვებას სასრული!...” ოდეს სიცოცხლე წამებაა ზღვარგადასული, მე ვუხმობ სიკვდილს და მის ნაცვლად ტკივილი მოდის. |