კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

კვლავ მოიქცევი ჩემს ღამეში, სადაც უფლობენ

ტანჯვა, ნაღველი, ჭვირვალ ფრთებთა შრიალი მესმის,

სიკვდილმა ვეღარ ამოშანთა სინათლის ფესვი,

მაღლა ზეცაში გაცისკროვნდი ასჯერ უფრორე.

მადლობა შენდა, რომ მწუხარე გულს მოუფონე,

და წმინდა ხილვით დამიამე წყლულები გესლილს,

ნათელი შენი მწყურვალივით თუკი ვერ შევსვი,

მაშ, ჩემი ყოფნაც გალეულა უგზოდ, უფონოდ.

იქ, სადაც ოდეს სიმღერები აჟღერდა შენთვის,

გულგახსნილი და დაღლილი ვტირივარ ახლა,

ვტირივარ ახლა, ჩემი ცრემლი უკუნეთს ერთვის.

და უცებ-ზეცით გარდამოხვალ ვითარცა ღმერთი,

ვგრძნობ სხეულს შენსას, საუკუნო დარდად რომ მახლავს

ჩურჩულით, სუნთქვით, სამოსელით, ქათქათა მკერდით.

მსგავსი თემები