კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

მნათი ჩააქრო სიკვდილმა და ვიგრძენი კარგად,

ვით დაეფარა მოლივლივე თვალებს უკუნი,

ის იქცა მტვერად, იქცა მიწად, ისმის სლუკუნი,

ჩამოჭკნა დაფნა, სიხარულებს წვეთ-წვეთად ვკარგავ.

ვეება მუხა დაემსგავსა გამომღრალ არგანს,

მოდის სიკვდილიც, მოდის ნგრევით, მოდის გუგუნით

და თუმცა თვალზე ისევ ბრწყინავს ცრემლის გუგუმი,

გამქრალა შიში და ნაღველიც იმ ნაღველს არ ჰგავს.

ხმაურობს გული და ვგრძნობ უკვე წასვლის ჟამია

და ვუბრუნდები ნაწამებ და შუა გაკვეთილ

თავისუფლებას, ასე ტკბილს და ასე შხამიანს.

მეუფე მიხმობს: არ დავტოვო სულის ნაფლეთიც,

ცხოვრებით დაღლილს ტანში მაინც სევდა დამიარს,

რომ ვერ გავძეხი მისი მადლით და სინათლედ.

მსგავსი თემები