კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ოდეს კეისარს ეგვიპტელებმა გამცემმა უცბად

მოჭრილი თავი უსაჩუქრა, მყისვე გათანგა

სხეული მისი ნეტარებამ, თუმცა თვალთაგან

დასდინდა ცრემლი სისხლოვანი კურცხალ და კურცხალ.

ოდეს ჰანიბალს მოაკითხა სიკვდილმა ურცხვმა,

ხალხის წინარე იხარებდა მაინც ათმაგად,

ზიზღის არილი არ უნახავს არვის კაცთაგანს

მის ბაგეებზე, თუმც სხეული უკუნეთს უძღვნა;

აგრე ყოველი სულიერი მალავს ჭეშმარიტ

ვნებას, ხან წრფელს და უანკარესს, ხან კი სალიზღოს,

მაგრამ სიღამე და ნათელი შუბლზე მზესავით

ახატია და თუ მეც ვმღერი ანდა ვხალისობ,

მხოლოდ იმიტომ, რომ დავფარო ეს კაეშანი

და გულის წიაღ ჩავიბეჭდო სამარადისოდ.

მსგავსი თემები