მას უყვარდა საქართველო, როგორც თავის სახლი, რაინდობით სასახელო, გულკეთილი ხალხით. და ალაზნის ველი, თან ამბები წინანდელი მრავალტანჯულ ერის. ამ ძვირფასი ქვეყნით, მისთვის სისხლსაც დააქცევდა მტრებთან ჯიქურ შეხლით. განაჩენი ბედის, მისთვის მახვილს თუ ლესავდნენ ფანატიკურ ბნედით; უცხოეთში წასულს, რა მყობადი ექნებოდა ჭავჭავაძის ასულს. მოელოდნენ წარღვნას, კოშკს კედლები გადაერღვა, ხალხი რისხვით აღსდგა. ვერ დააცხრეს ღელვა, ტალღამ შთანთქა ალექსანდრე, დაამწუხრა ყველა. განგმირული მკერდით, თავს დაადგეს პირამიდად საფირონის ქედი. გაზაფხულის მსგავსი, თითქოს კიდევ გული უცემთ, ვერ ედებათ ხავსი. ქუდს მოვიხდით ჩუმად, ღირსეულად დავაფასებთ წუთისოფლის სტუმართ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |